
ნიუ იორკსა და პენტაგონზე კოორდინირებულმა თავდასხმებმა თითქმის 3000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო ყველაზე საშინელი ტერაქტი მსოფლიო ისტორიაში. ერთი წლის შემდეგ ოსამა ბინ ლადენმა თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას სახელით აიღო.
პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ლიდერობით, შეერთებული შტატების პასუხი სწრაფი იყო. ოქტომბერში ავღანეთის წინააღმდეგ პირველი დარტყმები განხორციელდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ “ქვეყანა არ დარჩება ისლამისტი ალ-ქაიდას ტერორისტების თავშესაფრად”. თალიბანმა დაგმო თავდასხმები, მაგრამ უარი თქვა ბინ ლადენის გადაცემაზე და მცირე წინააღმდეგობა გაუწია შეერთებულ შტატებს.
2002 წელი: ავღანეთის ომთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება
შეერთებული შტატების მთავრობა იანვარში ხსნის გუანტანამოს საპატიმროს ეჭვმიტანილი ისლამისტი ტერორისტების დასაკავებლად და დასაკითხად. ბაზა მდებარეობს კუბაში და ვაშინგტონს ბრალად ედება პატიმრების წამებასა და არასათანადო მოპყრობაში. საერთო ჯამში, იქ დაახლოებით 800 ადამიანი იყო განთავსებული.
2003: აშშ ერაყში შეიჭრა
აშშ-ის ჯარები ერაყში მარტში “ტერორიზმთან ომის” ფარგლებში შეიჭრნენ. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ქვეყნის ლიდერი, სადამ ჰუსეინი მსოფლიოში "ტერორიზმის ერთ-ერთ სპონსორად" დაასახელა ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად.
ჰუსეინი ასევე დაადანაშაულეს ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში. ქვეყანაში შეჭრა მიზნად ისახავდა მასობრივი განადგურების იარაღისგან გათავისუფლებას.
2004 წელი: ტერორიზმი ევროპაში ინაცვლებს
2004 წლის 11 მარტს მადრიდში სამგზავრო მატარებლებზე განხორციელებულმა სასტიკმა თავდასხმებმა 200-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს იყო ისლამისტური ტერაქტების პირველი ტალღა, რომელმაც მოიცვა ლონდონი და მანჩესტერი 2005 და 2017 წლებში, პარიზი და ნიცა 2015 და 2016 წლებში და ბერლინი - 2016 წელს.
2005 წელი: ავღანეთის მისია გართულდა
ავღანეთში თალიბანის განდევნის კამპანიის წარმატების მიუხედავად, მოლაპარაკებები ქვეყნის დაჯგუფებების ლიდერებთან რთული აღმოჩნდა. არჩევნები შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ ჩატარდა, მაგრამ თავდასხმები ყოველდღიურად გრძელდებოდა.
2006 წელი: სადამ ჰუსეინი სიკვდილით დასაჯეს
20 დეკემბერს ერაყის დამხობილი ლიდერი, სადამ ჰუსეინი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
2007: ერაყში თავდასხმის შედეგად 500 ადამიანი დაიღუპა
სადან ჰუსეინის რეჟიმის დასრულებამ არ დაასრულა დაძაბულობა ერაყში. 19 აგვისტოს, თითქმის 500 ადამიანი დაიღუპა მოსულის მახლობლად, სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად. ტრორისტულ აქტს იეზიდები და ქურთები ემსხვერპლნენ. შეერთებულმა შტატებმა თავდასხმაში ალ ქაიდა დაადანაშაულა.
2008: აშშ ავღანეთიდან ჯარების გასაყვანად მზადებას იწყებს
კოალიცია აჩქარებს ავღანური ძალების სწავლებას 2014 წლისთვის მათი გაყვანის მიზნით.
2010: WikiLeaks აშშ-ს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს
WikiLeaks ერაყში “მკვლელობების” დეტალებს კონფიდენციალური დიპლომატიური წერილების გამოქვეყნების გზით ასაჯაროებს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფორმაციის გაჟონვა ისტორიაში.
გარდა ამისა, WikiLeaks-ის ავღანური “ომის დღიურები” აღწერს სამოქალაქო პირების გარდაცვალებას, გატაცებებს, წამებას და პაკისტანის მონაწილეობას თალიბანის დაცვაში.
2011: ოსამა ბინ ლადენი ტყვედ აიყვანეს
2 მაისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ოსამა ბინ ლადენი ტყვედ ჩავარდა და მოკლეს.
2012: ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს
აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემის მიერ ღალატისა და ჯაშუშობის გამო დევნილი WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს და თავშესაფარს ითხოვს.
ასანჟი საელჩოში შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდა. ამ დროის განმავლობაში WikiLeaks კვლავ აგრძელებდა მთავრობებისა და კომპანიების დანაშაულებრივი დოკუმენტების გამოქვეყნებას.
ასანჟი ბრიტანულმა პოლიციამ 2019 წლის აპრილში დააკავა, როდესაც მან ეკვადორის ახალი მთავრობის მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ საელჩო დატოვა.
მოსამართლეებმა ჯერჯერობით უარი თქვეს აშშ-ში ექსტრადიციაზე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო.
2013: ედვარდ სნოუდენის გამოჩენა
ედვარდ სნოუდენის, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილი თანამშრომლის მიერ გაჟონილი დოკუმენტები ცხადყოფს ინტერნეტისა და სატელეფონო თვალთვალის უზარმაზარი პროგრამის არსებობას, რომელსაც ამერიკული დაზვერვა მართავს.
პროგრამა თავდაპირველად ტერორისტული საფრთხეების დასაძლევად შეიქმნა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის მალევე გავრცელდა მეტოქე ან მოკავშირე ქვეყნების ლიდერებზე, ასევე პირებზე, რომლებიც არ ემუქრებოდნენ აშშ-ს.
2014: ისლამური სახელმწიფო ხალიფატს აცხადებს
სირიასა და ერაყში საშუალებას აძლევს ექსტრემისტულ ჯგუფს, დაიქირაოს, გაზარდოს და დაიპყროს ახალი ტერიტორიები ორივე ქვეყანაში. “ისლამური სახელმწიფო” ალიანსს აყალიბებს სხვა საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებთან, როგორიცაა ნიგერიული ბოკო ჰარამი.
2015: მიგრანტთა კრიზისი ევროპაში
სირიაში 4 წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად გაიზარდა მიგრანტთა და ლტოლვილთა ნაკადი. ბოდრუმის ტურისტულ სანაპიროზე გარდაცვლილი ჩვილის, აილან ქურდის შოკისმომგვრელი სურათი ევროპას სოლიდარობას აღვივებს.
ტრაგედიამ აიძულა ევროპის მთავრობები, დაეწყო ლტოლვილთა მიღების რამდენიმე კამპანია, ხოლო კანცლერი ანგელა მერკელი გერმანიის საზღვრებს ხსნის.
2016: თურქეთმა და ევროკავშირმა მიგრანტებზე შეთანხმებას მიაღწიეს
ანკარა და ბრიუსელი ევროკავშირში მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად შეთანხმებას აღწევენ. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საზღვრის უსაფრთხოების გაუმჯობესებას თანხმდება საბერძნეთში უკანონო შემოსვლების დაბრუნებაზე 6 მილიარდი ევროს სანაცვლოდ.
2018: ავღანეთიდან ჯარის გაყვანა კვლავ დღის წესრიგში დგება
დასავლეთის ლიდერები ივლისში NATO-ს სამიტზე ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ახალ განრიგს განიხილავენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც გააკრიტიკა შეერთებული შტატების ჩართულობა ერაყსა და ავღანეთში, სურს, რომ ჯარმა სრულად დატოვოს ავღანეთი 11 სექტემბრიდან 20 წლის შემდეგ.
2019 წელი: მოკლულია ისლამური სახელმწიფოს ლიდერი
“ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიაში მოკლეს. შეერთებულმა შტატებმა სპეცოპერაციის კადრები გაავრცელა.
2020: აშშ თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თალიბანის დაჯგუფებასთან ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. პირველადი შეთანხმებით, ამერიკელი ჯარისკაცების ქვეყანას 2021 წლის მაისის ბოლოს დატოვებენ და მოუწოდებენ თალიბანს, არ გახდეს ავღანეთი ტერორისტული ჯგუფებისთვის თავშესაფარი.
2021 : ავღანეთში ძალაუფლებას ხელში თალიბანი იგდებს
მოკავშირეების ჯარების გაყვანის შემდეგ თალიბანი იწყებს თავბრუდამხვევ კამპანიას ავღანეთის დასაბრუნებლად. ჯგუფის აიძულებს დასავლურ ძალებს, იბრძოლონ თავიანთი მოქალაქეების და ავღანელების ევაკუაციისთვის. ჯარის გაყვანა და ევაკუაცია 31 აგვისტოს დასრულდა, როდესაც ქაბულის აეროპორტზე სრული კონტროლი თალიბებმა მოიპოვეს.