LIVE

იტალიაში პოლიცია ანტივაქსერების მხრიდან შეიარაღებულ თავდასხმებს ელოდება

09 სექ 202118:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 915
იტალიაში პოლიცია ანტივაქსერების მხრიდან შეიარაღებულ თავდასხმებს ელოდება
REUTERS/Remo Casilli/File Photo

იტალიის პოლიციის ინფორმაციით, ვაქცინის საწინააღმდეგო კამპანიის მონაწილეებმა კვირის ბოლოს დაგეგმილ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე შეიარაღებული თავდასხმებისკენ მოუწოდეს. რვა ადამიანის წინააღმდეგ დანაშაულში წაქეზების ბრალდებით საქმე აღიძრა. ისინი საკუთარ თავს “მეომრებს” უწოდებენ. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ან რა შეიძლება გახდეს თავდასხმის სამიზნე.

გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ისინი შაბათ-კვირას რომში დაგეგმილი დემონსტრაციების დროს თავდასხმების განსახორციელებლად ემზადებოდნენ. პროტესტის მონაწილეები Green Pass-ის, იგივე მწვანე პასპორტის წინააღმდეგ ილაშქრებენ.

Green Pass ციფრული ან ქაღალდის სერტიფიკატია, რომელიც აჩვენებს, აქვს თუ არა პირს ვაქცინის თუნდაც 1 დოზა მიღებული, აქვს ტესტის უარყოფითი პასუხი, ან გამოჯანმრთელდა ვირუსისგან. 

მწვანე პასპორტი მიმდინარე წლის ზაფხულში შემოიღეს, რათა თავიდან აიცილონ ინფექციების გავრცელება და წაახალისონ ადამიანები ვაქცინაციისთვის. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ის არღვევს ძირითად თავისუფლებებს.

გამომძიებლების ინფორმაციით, ძალადობრივი პროტესტის მონაწილეები ორგანიზებისთვის Telegram არხს იყენებენ.