LIVE

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 30 სექტემბრამდე გაგრძელდება

09 სექ 202114:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1027
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 30 სექტემბრამდე გაგრძელდება
Soichiro Koriyama/Bloomberg

იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid-19-ის გამო საგანგებო მდგომარეობა 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა, ვინაიდან დელტა ვარიანტის გავრცელებამ სამედიცინო სისტემის დატვირთვა გამოიწვია.

საგანგებო მდგომარეობა 19 პროვინციაში, მათ შორის ტოკიოსა და ოსაკაში გაგრძელდება. განცხადება პრემიერ-მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრის, იასუტოში ნიშიმურას თქმით, “თუ ახალი ინფექციების რიცხვი ამჟამინდელი ტემპით შემცირდება და გავაძლიერებთ ჯანდაცვის სისტემას, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის ჯანდაცვაზე ტვირთი მნიშვნელოვნად შემცირდება”.

მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივ აღდგენას ვაქცინის სერტიფიკატებით გეგმავს, თუნდაც საგანგებო მდგომარეობით დაზარალებულ რაიონებში. რესტორნებსა და ბარებზე შეზღუდვები მოიხსნება, თუ სიფრთხილის ზომები დაცული იქნება.

Kyodo News-ის ინფორმაციით, მთავრობა მოგზაურებისთვის Covid-19-ის საკარანტინო პერიოდის 14 დღიდან 10 დღემდე შემცირებასაც გეგმავს.

ზომების გახანგრძლივება მოხდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მას შემდეგ, რაც სუგამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი შემცვლელი კი რთული ამოცანის წინაშე დგება და მოუწევს ბალანსის პოვნა ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას შორის.

Japan Government Plans to Extend Virus Emergency to Sept. 30

“საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება მხოლოდ სტატუს კვოს შენარჩუნებას ნიშნავს და მას დიდი გავლენა არ ექნება. არ ვფიქრობ, რომ შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას, თუ არ შევეგუებით ვირუსის გავრცელების გარკვეულ ზრდას”,- განაცხადა NLI-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკური კვლევის დირექტორმა, ტარო საიტომ.

იაპონიის ეკონომიკის დაახლოებით სამ მეოთხედს შეადგენენ ის სფეროები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობით დაზარალდება. დროებითი ზომები კი დროთა განმავლობაში შესაძლოა ნაკლებად ეფექტური გახდეს ადამიანების ქცევის შესაცვლელად. ბევრი ბარი და რესტორანი ჯარიმების საფრთხის მიუხედავად შეზღუდვების იგნორირებას ახდენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იზაბელ რეინოლდსი და სოფი ჯეკმანი