LIVE

მოსაზრება: სი ძინპინი ჩინეთს ხაფანგისკენ მიუძღვება

12 სექ 202123:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 890
მოსაზრება: სი ძინპინი ჩინეთს ხაფანგისკენ მიუძღვება
Bloomberg

2012 წლის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა (World Bank) და განვითარების კვლევის ცენტრმა (Development Research Center), რომელიც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრია, 473-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიშში საუბარია იმ რეფორმების შესახებ, რაც ქვეყანამ უნდა განახორციელოს, რათა თავიდან აიცილოს „საშუალო შემოსავლის ხაფანგი“ და მაღალშემოსავლიანი ერების რიგებს შეუერთდეს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა რობერტ ზოელიკმაც ისაუბრა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

”როგორც ჩინეთის ლიდერებმა იციან, ქვეყნის ზრდის ამჟამინდელი მოდელი არამდგრადია”,- განაცხადა ზოელიკმა.

ჩინეთი 2030-ის პირველი ექვსი სტრატეგიული ცვლილება ძირითადად ეხება მეტი ბაზარს და ნაკლები ჩარევას მთავრობისგან. ლი კეციანმა, რომელიც ჩინეთის პირველ პრემიერი გახდა ეკონომიკაში დოქტორის ხარისხით, როგორც მაშინ ითქვა, აჩვენა "ურყევი ვალდებულება" ჩინეთის 2030 წლის პროექტის მიმართ. თუმცა, ლი არ გახდა ჩინეთის უზენაესი ლიდერი. ეს სი ძინპინმა შეძლო. კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, იდეოლოგიურმა პურისტმა, რომელსაც არ ჰქონია ეკონომიკური განათლება, პრემიერ-მინისტრის დიდი როლი შეითავსა ეკონომიკის მართვაში. სახელმწიფოს ჩარევის ძალაუფლების შესუსტება არასოდეს ყოფილა მისი დღის წესრიგის ნაწილი.

ბოლო გამოსვლებში სის მიერ „საერთო კეთილდღეობის“ ხშირად ხსენება, ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ მთავრობის მარეგულირებელი ბარიერისა და ზედმეტად მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებზე თავდასხმების თანხლებით, ჩინეთის შემოსავლების უთანასწორობის შემცირებისა და კომუნისტური პარტიის ძირითადი ღირებულებების განმტკიცების შესახებ მისი გადაწყვეტილების მანიფესტაციაა. რაც შეიძლება ისევე ადვილად ჩაითვალოს, როგორც უძლური მცდელობა ბედისწერას წინააღმდეგ.

უმსხვილესი მაღალშემოსავლიანი ეკონომიკებიდან თითქმის ყველა დემოკრატიაა. სი, ისტორიული მისიისა და კომუნისტური პარტიის გამარჯვების მორწმუნე, შორს არის ამგვარი გზავნილის მიღებისგან. პარტიამ მიიღო ბაზრები, მაგრამ უპირატესობის პოზიციიდან. კანონების მსგავსად, ისინი გამოიყენება, როდესაც სასარგებლოა; პარტია კი, უპირველეს ყოვლისა, რჩება უზენაესი.

მაშინ რატომ ახლა? სი რვა წელზე მეტია ხელისუფლებაშია. ჩინეთის შემოსავლების უთანასწორობა დიდია, თუმცა არც ისე დიდი, როგორც ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად ბრაზილიისა და ინდოეთის. ეს ტენდენცია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა 2013 წელს. უთანასწორობის რიტორიკის წლევანდელი სიმკაცრე ძნელია დააკავშირო მთავრობის უმოქმედობასთან ადრეულ პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩინელმა მკვლევარებმა, მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, ხაზი გაუსვეს ამ ცვლილებების აუცილებლობას ჯერ კიდევ 2012 წელს.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ აქ უფრო მეტი ხდება, ვიდრე პირდაპირი იმპულსი, გაუმჯობესდეს ის, რაც ჩინეთის თვალწარმტაცმა ეკონომიკურმა აღმავლობამ უკან მოიტოვა. პოპულისტური ნაბიჯები, როგორიცაა ძლიერი ტექნოლოგიური კორპორაციების დამორჩილება, ყურადღების გადატანის საშუალებაა უფრო რთული გამოწვევების დაძლევისგან. სის მოტივაცია შეიძლება უფრო მეტად იყოს დაკავშირებული პარტიის მხარდაჭერის გაზრდასთან, ვიდრე ძირითადი საკითხის ეფექტურად მოგვარებასთან.

”პასუხი უნდა იყოს პოლიტიკა. იმის გამო, რომ ჩინეთის საშინაო ეკონომიკური პრობლემები გაიზარდა და გარემო მკვეთრად გაუარესდა, სავარაუდოა, რომ ის აორმაგებს რეპრესიებსა და კონტროლს პარტიის პოზიციის გასაძლიერებლად”,- ამბობს ეკონომისტი ჯორჯ მაგნუსი, Oxford University-ის ჩინეთის ცენტრის წევრი.

თუ სიმ მოახერხა ჩინეთის მაღალი შემოსავლიანობის დონეზე გადაყვანა, ინსტიტუციური რეფორმების გატარების გარეშე, რაც თან ახლდა სხვა ქვეყნებში იგივე გადასვლას, მაშინ ის გადაწერს ეკონომიკის წესებს და დაამსხვრევს პეკინის ავტორიტარული მმართველობის მოდელის საერთაშორისო პოზიციას. განვითარებულმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა ბოლო დროს თითქმის ვერ აჩვენეს თავიანთი უპირატესობა ამ მხრივ და ვერ გადალახეს ათწლეულების განმავლობაში უთანასწორობის ზრდის ტენდენცია.

სინამდვილეში, ჩინეთი უკვე არის მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პირას. მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი ზღვრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების საფუძველზე, ქვეყანამ ამ მიზანს 2025 წლამდე უნდა მიაღწიოს.

თუმცა, სავარაუდოა, რომ რეფორმების წინააღმდეგობის გამო სი ჩინეთს მომავალში ნელი ზრდისთვის გაწირავს. მიუხედავად იმისა, რომ ის შორდება იმ რეცეპტებს, რომელიც კომუნისტური პარტიის ავტორიტარულ ძალაუფლებას ზღუდავდა, მან შეიძლება, იმავდროულად, უნებლიედ შეარყია მისი ლეგიტიმურობის საფუძვლები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთიუ ბრუკერი