
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 8 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 13%-ით გაიზარდა და 145 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის ოდენობაც.
სააგენტოს ცნობითვე, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 29% (3 638 057), ჩინეთი - 9% (3 373 517), ლატვია - 4% (1 119 219), ლიეტუვა - 56% (675 510), აშშ - 26% (700 696), გერმანია - 23% (553 852) და დიდი ბრიტანეთი - 73% (435 264).
მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 132% (235 888), შვედეთი - 65% (69 280), ჩეხეთი - 646% (112 236), უკრაინა - 16% (7 366 327), რუსეთი - 17% (39 474 016), ყაზახეთი - 37% (2 552 200).
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 368-მა კომპანიამ განახორციელა.