LIVE

რამდენი უნდა დააგროვოთ იმისთვის, რომ უმდიდრესი ადამიანების 1%-ს შეურთდეთ?

03 სექ 202121:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1079
რამდენი უნდა დააგროვოთ იმისთვის, რომ უმდიდრესი ადამიანების 1%-ს შეურთდეთ?
Stefan Wermuth/Bloomberg

უმდიდრესი ადამიანების 1%-ის რიგებში მოხვედრა ყველგან რთულია, მაგრამ მონაკოში ამის მისაღწევად კიდევ უფრო მეტი გარჯაა საჭირო.

ხმელთაშუაზღვისპირეთში, სადაც, როგორც წესი, მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადს, არ იხდის უძრავი ქონების სააგენტო, Knight Frank-ის კვლევის თანახმად, დაახლოებით $8 მილიონია საჭირო იმისთვის, რომ ამ უმდიდრეს ადამიანებს შეურთდე.

მონაკოს შემდეგ ყველაზე მაღალი ბარიერი შვეიცარიასა და შეერთებულ შტატებს აქვთ. 2021 წლის მონაცემებით, ამ ქვეყნებში 1%-ში მოსახვედრად ადამიანი მინიმუმ $5,1 და $4,4 მილიონს უნდა ფლობდეს.

სინგაპურში კი $2.9 მილიონიც საკმარისია იმისთვის, რომ ზღურბლს გადააბიჯო.

"აშკარაა საგადასახადო პოლიტიკის გავლენა. თქვენს თვალწინაა აშშ-ის ბაზრის სრული სიგრძე-სიგანე", - ამბობს Knight Frank-ის გლობალური კვლევის ხელმძღვანელი, ლიამ ბეილი.

ეს დასკვნები ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ გააღრმავა პანდემიამ უფსკრული მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. მონაკოში უმდიდრეს 1%–ში მოსახვედრი ბარიერი თითქმის 400–ჯერ დიდია, ვიდრე კენიაში, სადაც Knight Frank-ის მიერ შესწავლილი 30 ადგილიდან ბარიერი ყველაზე დაბალია.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, აფრიკის ამ ქვეყანაში Covid-19-ის კრიზისის გამო 2 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა.

ამავდროულად, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა გასულ წელს $1,8 ტრილიონი შემატა თავის ქონებას. მათ შორის ყველაზე დიდი მოგება ტექნოლოგიურმა მეწარმეებმა ილონ მასკმა და ჯეფ ბეზოსმა ნახეს.

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, აშშ ლიდერობს ულტრა მდიდარი ადამიანების რაოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრის ზრდა დაფიქსირდა ბოლო დროს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებშიც, ისეთებში, როგორებიცაა ჩინეთი და ჰონგ-კონგი. რეგიონის უმდიდრესი მილიარდერების საერთო ქონება ახლა $2.7 ტრილიონია, რაც Bloomberg-ის მიხედვით, 2016 წლის მონაცემებზე სამჯერ მეტია.

Knight Frank-ის პროგნოზის თანახმად, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური წინსვლა კიდევ უფრო გაიზრდება 2020 წლიდან 2025 წლამდე და შესაბამისად გაიზრდება ულტრა მდიდარი ადამიანების რიცხვიც, ხოლო $30 მილიონზე მეტი კაპიტალის მქონე ადამიანთა რიცხვი 33%–ით მოიმატებს ინდოეთსა და ინდონეზიაში.

ეკონომიკურ ზრდა მოსალოდნელია სინგაპურიც, თუმცა ქალაქი-სახელმწიფო  მსოფლიოს მრავალი მდიდარი ადამიანის კერა. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, ცხოვრების მაღალი დონიდან დაწყებული კონფიდენციალურობის დაცვის მკაცრი წესებით დამთავრებული.

Google-ის თანადამფუძნებელს, სერგეი ბრინს საოჯახო ოფისი აქვს სინგაპურში. თავისი საინვესტიციო ფირმა ბრიტანელმა მილიარდერმა ჯეიმს დაისონმაც გადაიტანა.

"აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, როგორც მსოფლიოს წამყვანი ჰაბების მასპინძელი, კვლავ ძლიერდება", - თქვა Knight Frank-ის წარმომადგენელი ვიქტორია გარეტი.

პანდემიის პირობებში უმდიდრესი ადამიანების კიდევ უფრო გაზრდილი შემოსავლისა ფონზე, გლობალური კრიზისის გამო, ზოგიერთი ქვეყანა იძულებულია შემოიღოს ან გადახედოს ქონების გადასახადებს. შეერთებულ შტატებში, ზოგიერთი დემოკრატი ითხოვს უფრო მაღალ საშემოსავლო გადასახადს ცალკეული შტატის დონეზე, მათ შორის ნიუ-იორკში.

ამავე დროს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარაში ჰონგ-კონგმა 1993 წლის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა თავისი ზრდის მაჩვენებელი საფონდო ბირჟაზე მას შემდეგ, რაც ქალაქის ეკონომიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად დაეცა.

Knight Frank-ის კვლევაში გამოკითხული მდიდარი პირების მრჩევლების მესამედზე მეტმა კლიენტებისთვის მთავარ საზრუნავად საგადასახადო საკითხები დაასახელა.

"მთავრობებმა ბევრი დახარჯეს და ჩვენ ახლა ყველა მსგავს სიტუაციაში ვართ, როგორც ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც გაჩნდა კითხვა: ვინ გადაიხდის ამ ყველაფერს?" - ამბობს ბეილი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბენჯამინ სტიპულსი და იუჯონგ ლი