LIVE

ბიზნესის დასაკრედიტებლად EBRD-მა საქართველოს ბანკს 25 მლნ ევრო ასესხა

02 სექ 202117:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 986
ბიზნესის დასაკრედიტებლად EBRD-მა საქართველოს ბანკს 25 მლნ ევრო ასესხა

EBRD 25 მილიონ ევროს სესხს გამოუყოფს საქართველოს ბანკს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ადგილობრივი კომპანიების დასაკრედიტებლად. ქვესესხების გაცემისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მწვანე ტექნლოგიებში ინვესტირებას.

აღნიშნულ ფინანსურ რესურსს დაემატება ევროკავშირის მასტიმულირებელი გრანტები ბიზნესისთვის და უფასო საკონსულტაციო მომსახურება, რომელსაც ბენეფიციარ კომპანიებს ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები გაუწევენ. აღნიშნული დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

EBRD-ის მიერ მხარდაჭერილი სესხები და ევროკავშირის გრანტი/საკონსულტაციო მომსახურება ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას მისცემს მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიცირებით, ევროკავშირის სტანდარტების დანერგვით, სამუშაო ადგილზე ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტები გაუმჯობესებით და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის განვითარებით.