LIVE

ჩინური ჰეჯ-ფონდები კუსდამთავრებულებს წლიურად $300 000-მდე უხდიან

01 სექ 202115:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 829
ჩინური ჰეჯ-ფონდები კუსდამთავრებულებს წლიურად $300 000-მდე უხდიან
Getty Creative

Ubiquant-ი, ჩინური ჰეჯ-ფონდი, რომელიც  $8 მილიარდს მართავს, უნივერსიტეტების საუკეთესო კურსდამთავრებულებს ყოველწლიურ ხელფასს $300,000-მდე სთავაზობს.

ელიტური უნივერსიტეტების ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტებს, კომპანიები, როგორიცაა Ubiquant-ი, Wall Street-ის $100,000-იან შეთავაზებას ახალი კურსდამთავრებულებისთვის სამჯერ აჭარბებს, რაც ფინანსებში პანდემიით გამოწვეულ გლობალურ ძვრებს ფინანსებში და განვითარებადი ბაზრის სიმდიდრის ზრდას ასახავს.

კურსდამთავრებულები განსაკუთრებით მოთხოვნადები არიან კომპიუტერული მოდელების ვაჭრობის სფეროში, რომელიც მსოფლიოს მეორე უმსხვილეს ეკონომიკაში მდიდარი ინდივიდების შემოდინების ფონზე მზარდია. Citic Securities-ის შეფასებით, ჩინეთში ასეთი ფონდების აქტივები  ოთხი წლის წინანდელთან შედარებით ათჯერ გზრდილია და 1 ტრილიონ იუანს (155 მილიარდი დოლარი) აჭარბებს.

ჩინეთის კერძო ფონდები 2018 წლიდან ინდუსტრიის გაფართოების ფონზე ახალი ტალანტის მუდმივ დეფიციტს განიცდის, რაც ზრდის ხელფასებს, ამბობს ერიკ ჟუ, შანხაიში დაფუძნებული ფინანსური მომსახურების კომპანიის  Morgan McKinley-ის რეკრუტერი.

გაზრდილი ხელფასები კი უფრო ფართო გლობალურ ტენდენციის ანარეკლია, რომელიც  ჰეჯ-ფონდებს სცდება. ფინანსურ ფირმებში ბიზნესი ყვავის. რამდენიმე თვის განმავლობაში, საინვესტიციო ბანკების ხელფასები სწრაფად გაიზარდა ექვს ციფრიან ნიშნულამდე, რადგან აღმასრულებლები Wall Street-ის ცხოვრების სტილის მძიმე მოთხოვნების წინააღმდეგ ამბოხს პასუხობენ.

ამასთან, ასეთი ფონდები დაქირავებაში კონკურენციას უწევენ ინტერნეტ ტიტანებს, როგორიცაა TikTok-ის მფლობელი ByteDance-ი,  Alibaba და გლობალური ჰეჯ-ფონდები Bridgewater Associates  და Citadel-ი.

პარალელურად, ჩინეთისა და აშშ-ს ბრძოლა ტალანტისთვის ბიზნესს სცდება, რადგან ორივე ქვეყნისთვის ტექნოლოგიური უპირატესობა მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა, რაც კვლევის, ინოვაციებისა და მონაცემთა უსაფრთხოება მიმართ მზარდ მხარდაჭერას გულისხმობს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია