LIVE

Apple-ი ახალი iPhone-ისთვის სატელიტური ფუნქციების დამატებას გეგმავს

31 აგვ 202120:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 952
Apple-ი ახალი iPhone-ისთვის სატელიტური ფუნქციების დამატებას გეგმავს
Bloomberg

Apple-ი სატელიტური კავშირის გამოყენებით iPhone-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს  შეტყობინება გაუგზავნონ პირველადი რეაგირების ჯგუფებს კავშირგაბმულობის ქსელის დაფარვის მიღმა ყოფნის შემთხვევაშიც.

კომპანია მომავალი iPhone-ისთვის სულ მცირე ორი მახასიათებლის დამატებას გეგმავს, რომელიც სატელიტურ ქსელებს დაეყრდნობა საგანგებო სიტუაციების შემთხვევისას გამოყენებისთვის.

ამ გეგმის გამჟღავნების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ iPhone სატელიტური ტელეფონი გახდება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს არ დაეყრდნოს მხოლოდ ფიჭურ კავშირგაბმულობას. თუმცა, საკითხში ჩახედული პირის თქმით, Apple-ის გეგმა საწყის ეტაპზე უფრო მეტად იმაზეა ორიენტირებული,რომ მომხმარებლებს კრიზისული სიტუაციების უკეთ მართვაში დაეხმაროს. 

აღსანიშნავია, რომ შეტყობინებების გაგაზავნის გარდა, რომელიც მესიჯების აპლიკაციაში მესამე პროტოკილის სახით იქნება ინტეგრირებული, სერვისმა საბოლოოდ, შესაძლოა, სატელეფონო ზარების დამუშავებაც სატელიტური კავშირის გამოყენებით შეძლოს.

რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის მეორე ფუნქციას, ის მომხმარებელს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას მისცემს. ტელეფონი მომხმარებელს თავად ჰკითხავს საჭირო მონაცემებს, ​​თუ რა სახის საგანგებო მდგომარეობაა, მაგალითად, ეს ეხება მანქანას, ნავს, თვითმფრინავს თუ ხანძარს.

ორივე მახასიათებელი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება სატელიტის ხელმისაწვდომობაზე და ამა თუ იმ ქვეყნის ადგილობრივ რეგულაციებზე. ამასთან, სერვისი არ იქნება ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალ iPhone-ში შესაძლოა ინტეგრირებული იყოს სატელიტური კომუნიკაციისთვის საჭირო ტექნოლოგია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ მახასიათებლების დამატება მომავალ წლამდე მოესწრება. ისინი ასევე შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს მომავალი iPhone-ის გამოშვებამდე.

Apple უახლესი iPhone-ის დებიუტს შემდეგი თვის შუა რიცხვებში გეგმავს. შესაძლო სატელიტური ფუნქციების მიღმა, კომპანია ასევე აპირებს Face ID-ის სისტემის განახლებას და უფრო სწრაფი პროცესორის გამოყენებას. ახალ მოდელს ძირითადი განახლებები ექნება კამერის და პროგრამული უზრუნველყოფის მხრივაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი