LIVE

Facebook-ს და Twitter-ს ტრამპის ანგარიშების წაშლას სთხოვენ

08 იან 202116:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 432
Facebook-ს და Twitter-ს ტრამპის ანგარიშების წაშლას სთხოვენ
Brendan Smialowski/AFP/Getty Images

Facebook-ს, Twitter-ს და Google-ს პოლიტიკოსების და აქტივისტების ნაწილი, ტრამპის მიმართ რბილი პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ და წესების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-სა და Twitter-ზე პრეზიდენტის ანგარიშები ჯერ 24 საათით, შემდეგ კი 14 დღით დაიბლოკა, კანონმდებლები და აქტივისტები მიიჩნევენ, რომ სოციალურმა ქსელების მოქმედება დაგვიანებული იყო. 

“მათ არ მიიღეს ზომები, სანამ კაპიტოლიუმის დარბაზში სისხლი და ნამსხვევები არ გამოჩნდა,” ამბობს სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალი. მისივე თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ტექნოლოგიური კომპანიების პრივილეგიების და ვალდებულებების შესახებ დისკუსიის აუცილებლობა გამოჩნდა. 

ზოგი კანონმდებელი რეკლამის მეტ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს. 

ტომპსონი და სამოქალაქო უფლებების დამცველები სოციალური მედიის კომპანიებს მოუწოდებენ საერთოდ წაშალონ პრეზიდენტის ანგარიშები.

სოციალური ქსელების მუშაობით უკმაყოფილოა თავად ტრამპიც. განცხადება პრეზიდენტის სპიკერმა გაავრცელა. 

”უდავოა, რომ ამერიკელ ხალხთან უშუალო კომუნიკაციისთვის არავის გამოუყენებია ციფრული მედია ისე წარმატებით, როგორც  პრეზიდენტ ტრამპს. მაგრამ საოცრად ირონიულია (თუ არა გასაოცარი), რომ როდესაც პრეზიდენტი ქვეყანას კრიტიკულ მომენტში ესაუბრებოდა, ტექნოლოგიების გიგანტებმა მიმართეს ცენზურას და მისი ანგარიშები დაბლოკეს.  Big Tech კონტროლს არ ექვემდებარება”, - აღნიშნავს თეთრი სახლის სპიკერმა ჯუდ დიერი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი ნიქსი, ბენ ბროდი და კარტ ვეგნერი