LIVE

ლარი გამყარდა - ოფიციალური გაცვლითი კურსი

27 აგვ 202117:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 1170
ლარი გამყარდა - ოფიციალური გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1248 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1288  ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.40 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6738 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6842 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.04 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.