LIVE

ტიმ კუკი $750-მილიონიანი ტრანშის მისაღებად ემზადება

27 აგვ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 853
ტიმ კუკი $750-მილიონიანი ტრანშის მისაღებად ემზადება
Bloomberg

ტიმ კუკი, რომელსაც 24 აგვისტოს Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე 10 წელი შეუსრულდა, ამ კვირაში $750 მილიონით გამდიდრდება. სწორედ ამ თანხას უდრის 5 მილიონი აქცია, რომელიც Bloomberg-ის გამოთვლით, კუკმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი კომპანიისგან უნდა მიიღოს.  

Apple–ის აქციების ფასმა 60 წლის კუკს საშუალება მისცა, რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება ჰქონოდა და მილიარდერი გამხდარიყო. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით,  მისი ქონება დაახლოებით $1,5 მილიარდს შეადგენს. 2015 წელს მან განაცხადა, რომ ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს. 

კუკი Apple-ს 1990-იანი წლების ბოლოს შეუერთდა. კომპანიაში მისი კარიერა სწრაფად განვითარდა და მალე Apple-ის წამყვანი ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი გახდა. 10 წლის წინ, 2011 წლის 24 აგვისტოს, სტივ ჯობსმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა და მისი ადგილი ტიმ კუკმა დაიკავა. 

მაშინ ბევრი ეჭვობდა, რომ ჯობსის შემდეგ, კუკი საქმეს თავს ვერ გაართმევდა, თუმცა Apple გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულება $2 ტრილიონს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სკოტ კარპენტერი