LIVE

ევროკავშირი სტარტაპების უშუალო მეწილე გახდება

08 იან 202110:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 1242
ევროკავშირი სტარტაპების უშუალო მეწილე გახდება

ევროკავშირი ევროპის უმსხვილეს საინვესტიციო ფონდს ქმნის და სტარტაპების უშუალო აქციონერი ხდება. ევროპული ინოვაციების საბჭოს ფონდი, რომლის ბიუჯეტი 3 მილიარდი ევროა, ნოვატორულ-მეცნიერულ ტექნოლოგიებს დააფინანსებს. 

დაფინანსდებიან ის მცირე ზომის ტექ-კომპანიები, რომლებიც ჯანმრთელობის, მდგრადი განვითარების და პროგრესიული წარმოების განხრით მუშაობენ. გრანტების გარდა, ფონდი სტარტაპის 10-25%-ის უშუალო მეწილეც ხდება.  ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ  ამ გზით ევროკავშირი ახალ პროექტებს ინვესტორებისთვის გაცილებით სანდოს და მიმზიდველს ხდის. 

ევროკავშირის ფონდმა პირველ ეტაპზე 15 მილიონი ევროს ინვესტიცია ფრანგულ კომპანია CorWave-ში ჩადო. სტარტაპი ტექონოლოგიურ მოწყობილიბას ქმნის, რომელიც გულის მწვავე უკმარისობიან ადამიანებს დაეხმარება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნატალია დროზდიაკი