LIVE

ბიტკოინის ფასი $50 000-მდე გაიზარდა

23 აგვ 202115:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1059
ბიტკოინის ფასი $50 000-მდე გაიზარდა
Paul Yeung/Bloomberg

უმსხვილესი ვირტუალური მონეტის ღირებულება აზიურ ვაჭრობის შედეგად, 4.2%-ით გაიზარდა და თითქმის $50 440 შეადგინა. მასთან ერთად სხვა კრიპტოვალუტების, მათ შორის, ეთერიუმისა და კარდანოს (ADA) ფასებიც გაიზარდა.

ბიტკოინმა $50 000-იან ნიშნულს ბოლოს მაისის შუა რიცხვებში გადააჭარბა. 

ფულის ვირტუალური ერთეულების ფასის მატებამ კრიპტოვალუტის მხარდამჭერები და ბიტკოინის $100 000-ზე ასვლის პროგნოზი კვლავ აქტუალური გახდა. 

"ძალიან ძლიერ ნიშნებს ვხედავთ. ბიტკოინს შეუძლია კვლავ მიაღწიოს ყველა დროის მაქსიმუმს მას შემდეგ, რაც გასცდა დონეს, რომელიც ზოგიერთს გამოწვევად მიაჩნდა",- ამბობს სინგაპურში კრიპტოვალუტის ბირჟის Luno–ს ხელმძღვანელი, ვიჯეი აიარი. 

ბიტკოინის ფასი მიმდინარე წლის გაზაფხულზე რეკორდულად გაიზარდა, რაც ლიკვიდურობით, სწრაფი ფსონებითა და ინვესტორების მზარდი მოთხოვნის ფონზე შექმნილი ოპტიმიზმით იყო განპირობებული. მილიარდერი ელონ მასკის შეხედულებებმა და ციფრული ვალუტის პლატფორმის Coinbase Global-ის ფაქტორმა ფასზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. თუმცა, მოგვიანებით, გაჩენილმა უფრო კრიტიკულმა შეხედულებებმა და ჩინეთის მარეგულირებლების მიერ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სერვისების აკრძალვამ განაპირობა, რომ ბიტკოინის ფასი $30 000-ს ჩამოსცდა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯიოანა ოსინგერი