LIVE

მალაიზიის ახალი პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, WhatsApp-ით აირჩიონ

17 აგვ 202122:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 859
მალაიზიის ახალი პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, WhatsApp-ით აირჩიონ
Mohd Rasfan/AFP/Getty Images

მალაიზიის მეფე პრემიერ-მინისტრს არჩევს. მუჰიდინ იასინი, კაბინეტის წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გუშინ გადადგა. დეპუტატებმა სამეფო სასახლეში ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ხვალ 16:00 საათისთვის უნდა წარადგინონ.  

დეპუტატებს შეახსენეს, რომ გამარჯვებულ კანდიდატს მეფე გამოავლენს. შედეგის გამოცხადებამდე მათ საკუთარი არჩევანის გამხელის უფლება არ აქვთ. არჩევანის შესახებ დეპუტატებს შეუძლიათ მეფეს მიწერონ ელ.ფოსტით, ფაქსის ან WhatsApp-ის მეშვეობით.

მუჰიდინ იასინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გასული წლის თებერვალში, პოლიტიკური კრიზისის ფონზე დაინიშნა. შემცვლელის დასახელებამდე, ის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანისა შუკრი და იანტულტრა ნგუი