LIVE

ტიკარაძე: კლინიკებში მოხვედრილი პაციენტების 95% აუცრელია

17 აგვ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 884
ტიკარაძე: კლინიკებში მოხვედრილი პაციენტების 95% აუცრელია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის ერთი დოზით აცრილ კოვიდინფიცირებულთა მხოლოდ 2.85%-ს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. მისივე თქმით, ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა კიდევ უფრო დაბალია. 

"იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნათელი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, მოკვლევა ჩავატარეთ, რადგან საკმაოდ დიდი ოდენობა მოქალაქეებისა აცრილია. ამან მოგვცა საფუძველი დაგვედგინა თუ როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, რომლებიც ერთი ან ორი დოზით უკვე აცრილები არიან. გამოიკვეთა რომ ერთი დოზით აცრილებში განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია 2.85%, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2.13%. კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანებისა, რომლებსაც არცერთი ვაქცინა არ ჰქონდათ მიღებული",-აცხადებს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს მონაცემები აჩვენებს თუ რამდენად ეფექტურია ვაქცინა კორონავირუსის ინფექციისგან თავის დასაცავად.

"ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია კოვიდპანდემიის მართვაში და ინფექციისგან თავის დასაცავად. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს გააქტიურდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთონ ვაქცინაციაში",- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 17 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად 831 815 აცრა ჩატარდა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 245 207 ადამიანი.