ლაი სიაომინს, რომელიც Huarong Asset Management-ს 2018 წლამდე მართავდა სიკვდილით დასჯა მიესაჯა. იგი დამნაშავედ ქრთამის სახით 1,79 მილიარდი იუანის (277,3 მლნ აშშ დოლარი) აღებაში ცნეს. როგორც იურიდიული ექსპერტები ამბობენ, ამგვარი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა იშვიათია. შედარებისთვის, ვუ სიაოჰის, Anbang Insurance Group-ის ყოფილ თავმჯდომარეს, 2018 წელს 10 მილიარდი დოლარის გაყალბებისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ფინანსუი დანაშაულისთვის უმაღლესი სასჯელი ზომა აჩენს კითხვებს- რის გაკეთებას ცდილობს პეკინი? ვინ არის ამ მკაცრი სასჯელისთვის სამიზნე აუდიტორია, სხვა მდიდარი და პრივილეგირებული ხალხი? ხომ არ უნდა შეაშფოთოს ამ განაჩენმა Alibaba -ს დამფუძნებელი ჯეკ მა მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ რაიმე დანაშაულში?
ერთი შეხედვით, სასჯელის ეს ზომა შეიძლება ბიზნეს მაგნატებისთვის პეკინის ლეტალური ლეგალური არსენალის შეხსენებას გულისხმობდეს. თუმცა, ლაის მიმართ ასეთი სადამსჯელო ღონისძიება კომუნისტური პარტიის შიდა საქმე უფროა. ეკონომიკური შენელების შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის საგარეო ეკნომიკურ პოლიტიკასა და კორონავირუსის პანდემიასთან არის კავშირში, პრეზიდენტი სი ძინპინგი ე.წ "shadow banking-ის" წინააღმდეგ ომს უბრუნდება, რომელიც მან 2017 წლის ბოლოს დაიწყო. ამ ტიპის ბანკინგი ბანკის ისტიტუციების გარეთ მომსახურებას გულისხმობს. პეკინს სურს, ბიუროკრატებს აჩვენოს მაგალითი თუ რა შეიძლება დაემართოს მათ, ვინც არ ითვალისწინებს მათ კორპორაციულ მანდატს.
რატომ ლაი სიაომინი და არა ვუ სიაოჰი? Anbang-ისგან განსხვავებით, Huarong არის სახელმწიფო საწარმო. ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, Huarong შეიქმნა კომერციული ბანკების "ცუდი ვალებისგან" გასუფთავების მიზნით. კომპანია როგორც პრობლემური სესხის მენეჯერი მრავალი პრივილეგიით სარგებლობდა, მათ შორის კვაზი-სუვერენული კრედიტუნარიანობითა და ფინანსური ლიცენზიების ფართო სპექტრით, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ფლობს.
ნაცვლად იმისა, რომ ცუდ დავალიანებას გამკლავებოდა, ლაი ყველაფერს ფლობდა კერძო კაპიტალიდან უსარგებლო ობლიგაციებით ვაჭრობამდე. 2016 წლის ბოლოს პრობლემურმა სესხებმა Huarong– ის მთლიანი აქტივების მხოლოდ 25% შეადგინა, ორი წლის წინანდელ 34% –თან შედარებით. ამის ნაცვლად, სხვა ფინანსური პროდუქტები გაიზარდა პროცენტული აქტივების, მათ შორის ობლიგაციების სახით, რომელთა გადაადგილება მარტივად შეიძლებოდა მოგებისთვის.
ამ თამაშის ფარგლებში, Huarong-მა ააშენა შესანიღბი კომპანიების ლაბირინთი, რის შესახებაც აქტივისტმა დევიდ ვებმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ არ შეეძინათ ისინი.
ლაი უბრალო ტრეიდერი რომ ყოფილიყო, შეიძლება ამ დანაშაულს ასეთი სერიოზული შედეგები არ მოჰყოლოდა. ამასთან, მისმა ჩრდილურმა სესხებმა დიდი ზარალი მოუტანა პეკინს. მაგალითად, სათანადო პროტოკოლების გარეშე, Huarong-მა უზრუნველყო Ningxia Tianyuan Manganese Industry- ს დიდი რაოდენობით სტრუქტურირებული დაფინანსება, რამაც შესაძლებელი გახადა ამ უკანასკნელის სწრაფი გლობალური გაფართოება.
”მან საფრთხე შეუქმნა ჩინეთის ფინანსურ სტაბილურობას”- განაცხადა თიანჯინის სასამართლომ, რომელმაც ბიზნესმენს სიკვდილი მიუსაჯა.
ლაის მიზანი ბანკების ცუდი დავალიანების შემცირება უნდა ყოფილიყო, ამის ნაცვლად, ის სულ სხვა მიმართულებით წავიდა და პეკინისთვის პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, თვითონ გახდა პრობლემა.
მართალია, Anbang's ვუს იგივე ტიპის დანაშაულში ედება ბრალი, მაგრამ ის კერძო მოქალაქეა, რომელმაც თავისი ასოციაცია დენგ სიაოპინგის ოჯახთან თაღლითობისთვის გამოიყენა. ამის საპირწონედ, ლაის მსგავს ჩინოვნიკებს სახელმწიფოს მიერ მინიჭებული დიდი ძალაუფლება აქვთ და მეტი სივრცე ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.
როგორ გააკონტროლებს პეკინი თავის ბიუროკრატთა ქცევას? ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფინანსურ სექტორში, ბიუროკრატებს ზოგჯერ ავიწყდებათ პასუხისმგებლობით მოქმედება. მთლიანი შიდა პროდუქტის 300% –მდე დავალიანების მქონე ჩინეთი მსოფლიოს ერთ – ერთი ყველაზე დავალიანებული ქვეყანაა. ერთი სიკვდილით დასჯა შეიძლება საკმარისად შემაკავებელი აღმოჩნდეს ჩინელი ბიროკრატებისთვის
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: შული რენი