LIVE

Facebook-ის თანამშრომლები დისტანციურად 2022 წლამდე იმუშავებენ

13 აგვ 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 956
Facebook-ის თანამშრომლები დისტანციურად 2022 წლამდე იმუშავებენ

აშშ-ში დელტა შტამის გავრცელების გამო, Facebook-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება 2022 წლის იანვრამდე გადადო.  

"დელტა ვარიანტით გამოწვეული კოვიდის შემთხვევების ზრდის ფონზე, აშშ-ში ჩვენს თანამშრომლებს ოფისში დაბრუნება 2022 წლის იანვრამდე არ მოეთხოვებათ. ვვარაუდობთ, რომ ეს ასე იქნება სხვა ქვეყნებში არსებული ოფისების შემთხვევაშიც. ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და ვმუშაობთ ექსპერტებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ოფისში დაბრუნება ყველასთვის უსაფრთხო იყოს”,- ნათქვამია Facebook-ის სპიკერის, ტრეისი კლეიტონის განცხადებაში. 

თავდაპირველი გეგმით, Facebook-ი აშშ-ში ოფისებში დაბრუნებას ნაწილობრივ სექტემბრისთვის, ხოლო სრულად ოქტომბერში გეგმავდა.

კომპანიის განცხადებით, აშშ-ში ოფისებში დაბრუნებული თანამშრომლებისთვის Covid–19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. 

თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებას სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიც აყოვნებენ. Amazon.com-ის თანამშრომლებს ოფისიდან რეგულარული მუშაობა იანვრამდე არ მოუწევთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი და კამარონ ლიჩი