LIVE

კენია არავაქცინირებულ საჯარო მოხელეებს დასჯით ემუქრება

12 აგვ 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
კენია არავაქცინირებულ საჯარო მოხელეებს დასჯით ემუქრება
Bloomberg

კენიის საჯარო სამსახურის უფროსის, ჯოზეფ კინუას განცხადებით, მთავრობის ყველა დასაქმებულს, რომელიც 23 აგვისტომდე Covid-19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით არ იქნება აცრილი, ადმინისტრაციული სასჯელი დაემუქრება.

ზოგიერთმა თანამშრომელმა ვაქცინაციაზე უარი თქვა, რათა მუშაობა სახლიდან გააგრძელონ. მისი თქმით, არავაქცინირებულების რიცხვი განსაკუთრებით დაბალია უსაფრთხოების თანამშრომლებსა და მასწავლებლებს შორის.

”ვაქცინაცია ნებაყოფლობითია - რატომ ისჯებიან მხოლოდ საჯარო მოსამსახურეები? ამის ნაცვლად  მთავრობამ უნდა წაახალისოს საჯარო მოხელეები ვაქცინაციისთვის",- განაცხადა საპასუხოდ ტომ ოდეჟმა, კენიის საჯარო მოსამსახურეთა კავშირის გენერალურმა მდივანმა.

კინიუას წერილის თანახმად, კენიის სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების შემთხვევები, რომლებიც არ დაემორჩილებიან წესს, განიხილება, როგორც დისციპლინარული საქმეები და შესაბამისი ზომები მიიღება მათ წინააღმდეგ.

აღმოსავლეთ აფრიკის უმსხვილესმა ეკონომიკამ 13 მილიონი ერთჯერადი დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინა შეუკვეთა, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე თვეში ჩავა ადგილზე. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კენიელი მოზარდების მხოლოდ 2.6% არის სრულად აცრილი, ძირითადად AstraZeneca-ს ორ დოზიანი ვაქცინით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:ჰელენ დიამბურა და დეივიდ ჰერბლინგი