LIVE

ფაუჩი: მასწავლებლებს აცრა უნდა მოვთხოვოთ

10 აგვ 202122:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1642
ფაუჩი: მასწავლებლებს აცრა უნდა მოვთხოვოთ
Stefani Reynolds/The New York Times/Bloomberg

აშშ-ის მთავარი ეპიდემილოგი ენტონი ფაუჩი, მიიჩნევს, რომ შტატმა და ადგილობრივმა მთავრობამ მასწავლებლებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება უნდა მოსთხოვოს. 

ფაუჩის თქმით, ის აანალიზებს, რომ მისი პოზიცია ბევრს გააღიზიანებს, თუმცა კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების ფონზე, სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, მასწავლებლების ვაქცინაცია აუცილებელია.

“დიახ, მე ამით გავანაწყენებ ზოგიერთ ადამიანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ეს ძალიან სერიოზული საქმეა. უნდა ინატროთ, რომ ხალხმა გააცნობიეროს, რატომ არის ვაქცინაცია ასე მნიშვნელოვანი”,- ამბობს ფაუჩი.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ამბობს, მასწავლებლებისთვის, უნივერსიტეტებისთვის და კოლეჯებისთვის ვაქცინაციის მოთხოვნა უნდა იყოს არა ფედერალური, არამედ ადგილობრივი.

“დიდი ბოდიში, ვიცი, რომ ადამიანებს ინდივიდუალური თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და არ უნდა ვეუბნებოდეთ რა გააკეთონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა იმდენად სერიოზულ სიტუაციაში ვართ, რომ გარკვეულ პირობებში, უნდა არსებობდეს ვალდებულება”,- ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ “თუ ორგანიზაციაში მუშაობა გსურთ, აცრილი უნდა იყოთ”.

ფაუჩის თქმითვე, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ ვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭება გუბერნატორებსა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს მისცემს მეტ საფუძველს, რომ მოსახლეობას აცრა მოსთხოვოს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 15 სექტემბრისთვის აშშ-ის არმიის წევრებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ ჯაკობსი