LIVE

Apple-ის ახალი iPhone-ის მთავარი მახასიათებელი პრო-ფოკუსირებული კამერა იქნება

11 აგვ 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 796
Apple-ის ახალი iPhone-ის მთავარი მახასიათებელი პრო-ფოკუსირებული კამერა იქნება
Bloomberg

Apple-ის iPhone-ის შემდეგ თაობას სულ მცირე სამი ძირითადი ახალი კამერა და ვიდეო გადაღების მახასიათებელი ექნება, რაც წინა მოდელების შემდეგ ძირითად გაუმჯობესებას წარმოადგენს.

კომპანიის ახალი ტელეფონები მოიცავს პორტრეტის რეჟიმის ფუნქციის ვიდეო ვერსიას, ასევე ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას უმაღლესი ხარისხის ფორმატში, სახელად ProRes და ასევე ფილტრების მსგავს ახალ სისტემას, რომელიც ფოტოების გარეგან მახასიათებლებსა და ფერებს აუმჯობესებს.

გაუმჯობესებული კამერა განიხილება, როგორც iPhone 12-ის მემკვიდრის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მახასიათებელი, რომელიც სავარაუდოდ, გაყიდვაში მომდევნო რამდენიმე კვირაში ჩაეშვება.

კამერის გაუმჯობესების გარდა, ახალ iPhone-ებს შედარებით მცირე განახლებები ექნება. გასულ წელს Apple-მა შეცვალა iPhone-ის დიზაინი, დაამატა 5G უკაბელო ქსელი და განაახლა კამერა. წელს, კომპანია შეინარჩუნებს იგივე 5.4 დიუმიან და 6.1 დიუმიან სტანდარტულ ზომებს და 6.1 დიუმიან და 6.7 დიუმიან Pro ეკრანის როგორც ზომებს, ასევე მათ დიზაინს.

კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია, როგორც წესი, ახალ iPhone-ებს სექტემბერში წარადგენს, თუმცა შარშანდელი გამოშვება ოქტომბრამდე გადაიდო Covid-19-ით გამოწვეული სირთულეების გამო.

იმის გამო, რომ Apple-მა ოფისში დაბრუნება რამდენიმე კვირით გადადო, კომპანიის ახალი iPhone-ის წარდგენა სავარაუდოდ, ვირტუალურად იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი