LIVE

"ჯორჯიან ეარვეისი" მინსკის მიმართულებით იწყებს ფრენებს

09 აგვ 202118:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 989
"ჯორჯიან ეარვეისი" მინსკის მიმართულებით იწყებს ფრენებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 11 აგვისტოდან "ჯორჯიან ეარვეისი" მინსკის მიმართულებით დაიწყებს რეგულარულ ფრენებს. 

ავიაციის სააგენტოში კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და მინსკს შორის 30 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. 

სააგენტოს ცნობითვე, "ჯორჯიან ეარვეისს" თბილისი-მინსკის მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

ამ დროისთვის ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია "ბელავია" თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტიდან უკვე დაფრინავს. აღსანიშნავია, რომ  მას შემდეგ რაც 23 მაისს ბელარუსის საჰაერო სივრცეში Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა მინსკში იძულებით დასვეს და ქვეყნიდან დევნილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები დაუწესა, რაც ასევე მოიცავდა "ბელავიასათვის" ფრენების აკრძალვას