LIVE

IHME: Covid-19-ის სიკვდილიანობა დეკემბერში 5,3 მილიონს მიაღწევს

07 აგვ 202120:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1360
IHME: Covid-19-ის სიკვდილიანობა დეკემბერში 5,3 მილიონს მიაღწევს
Bloomberg

პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წლის დეკემბრისთვის მსოფლიოში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 5,3 მილიონს მიაღწევს. ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტი(Institute for Health Metrics and Evaluation) ასევე პროგნოზირებს, რომ დელტა ვარიანტით გამოწვეული ინფეციების ზრდის ფონზე, ჭარბი სიკვდილიანობა 12 მილიონს გადააჭარბებს.

აშშ-ში დაფუძნებული ინსტიტუტი ელოდება, რომ სექტემბრის დასაწყისში Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა პიკს მიაღწევს, შემდეგ კი ნელ-ნელა შემცირდება.

IHME-ს პროგნოზები განასხვავებს ოფიციალურად დაფიქსირებულ Covid-19-ის გარდაცვალებებს და ჭარბ სიკვდილიანობას, რომელიც დაავადებასთან არის კავშირში, მათ შორის ოფიციალურად განუცხადებელ სიკვდილიანობას.

დიდი ბრიტანეთის კვლევებმა აჩვენა, რომ დელტა ვარიანტი, რომელიც ოქტომბერში ინდოეთში აღმოაჩინეს, უფრო გამძლეა ვაქცინების მიმართ, ვიდრე ალფა ვარიანტი, რომელიც ინგლისში 2020 წლის ბოლოს წარმოიშვა. ასევე ცნობილია, რომ Covid-19-ის დელტა ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან Covid-19-ით მსოფლიოში თითქმის 4,3 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შავნა კვანი