LIVE

7 თვეში საქართველოდან $125 მილიონის ღვინო გავიდა ექსპორტზე

06 აგვ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 892
7 თვეში საქართველოდან $125 მილიონის ღვინო გავიდა ექსპორტზე

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი და 2021 წლის 7 თვეში 125 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა. სააგენტოს ცნობითვე, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 28% (326 8131), ჩინეთი - 7% (314 3021), ლიეტუვა - 51% (601 164), აშშ - 26% (565 876), გერმანია - 18% (439 042) და დიდი ბრიტანეთ -  85% (395 082).

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: კანადა - 93% (189 562), შვედეთი - 60% (66 772), ჩეხეთი - 589% (95 406), ყაზახეთი - 35% (2 150 440), ისრაელი - 78% (299 067), აზერბაიჯანი - 41% (133 391), თურქეთი - 436% (77 226), უკრაინა - 15% (6 409 699), რუსეთი - 9% (33 094 833), მონღოლეთი - 261% (266 250).

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 337-მა კომპანიამ განახორციელა.