
Walt Disney-ის Jungle Cruise-ს, რომელიც თემატურ პარკის ატრაქციონზეა დაფუძნებული, ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში საუკეთესო გახსნა ჰქონდა. ფილმმა მოსალოდნელზე მეტი, $34 მილიონი შეაგროვა.
The Green Knight, მეფე არტურის მოთხრობა A24 ფანტასტიკის ჟანრში, მეორე ადგილზე გავიდა $6,78 მილიონიანი გაყიდვებით. გასული შაბათ-კვირის ლიდერი, საშინელებათა ფილმი Old მესამე ადგილზეა $6.76 მილიონის შემოსავლით. მეტ დეიმონის ახალი ფილმი, Stillwater $5.12 მილიონით გაიხსნა.
Jungle Cruise-ში მონაწილეობს დუეინ ჯონსონი, რომელიც ამაზონის მდინარის ნავის კაპიტნის როლს ასრულებს. მისი მგზავრი, რომელსაც ემილი ბლანტი თამაშობს, ეძებს სამკურნალო ძალის მქონე მცენარის ყვავილებს. ფილმის გადაღება დაახლოებით $200 მილიონი დაჯდა. ფილმმა ზოგადად დადებითი შეფასებები დაიმსახურა, მას კრიტიკოსების 62% გვირჩევს Rotten Tomatoes-ის ვებსაიტზე, რომელიც კრიტიკოსთა კომენტარებს აერთიანებს.
Jungle Cruise-ს დებიუტი ჰქონდა, როგორც კინოთეატრებში, ასევე ინტერნეტში. ფილმი ხელმისაწვდომია Disney+ აბონენტებისთვის. იგივე სტრატეგია გართობის გიგანტმა Marvel-ის Black Widow-სთვის გამოიყენა რამდენიმე კვირის წინ, რასაც სკარლეტ იოჰანსონის საჩივარი მოჰყვა. კინოაკადემიის ორგზის ნომინანტი ირწმუნება, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ დაარღვია პირობა, რომლის თანახმად, ფილმის ჩვენება მხოლოდ კინოთეატრებში მოხდებოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობ გოლუმი