LIVE

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" მესამე აუქციონზეც ვერ გაიყიდა

02 აგვ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1326
სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" მესამე აუქციონზეც ვერ გაიყიდა

საპარტნიორო ფონდმა სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" ისევ ვერ გაყიდა. როგორც "ბიზნეს ფორმულას" ფონდში განუცხადეს, აუქციონი ჩაიშალა, რადგან შესყიდვის ინტერესი არავინ გამოხატა.

სახელმწიფო ფონდმა ლიკანში არსებული სასტუმრო გასაყიდად 2 ივლისს გამოიტანა, ამჯერად დაახლოებით 13.5 მლნ. დოლარით იაფად თავდაპირველ შეთავაზებასთან შედარებით. ფონდი ინვესტორს სთავაზობდა სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. 

„ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 24 041 861 აშშ დოლარი იყო. 

„საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია და ეს აუქციონი რიგით მესამე იყო. 2019-2020 წლებში გამოცხადებული აუქციონები ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო. პირველ საჯარო აუქციონზე სასტუმროს შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო, ხოლო მეორე აუქციონზე 30 052 326 აშშ დოლარამდე შემცირდა. ფონდში ამ ეტაპზე ვერ ამბობენ გამოიტანენ თუ არა ისევ გასაყიდად სასტუმროს.