LIVE

ფრანგული ავტომობილების გაყიდვები ივლისში 35%-ით შემცირდა

01 აგვ 202118:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 498
ფრანგული ავტომობილების გაყიდვები ივლისში 35%-ით შემცირდა
Bloomberg

ფრანგული ავტომობილების გაყიდვები ივლისში 35%-ით შემცირდა. ნახევარგამტარების დეფიციტმა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე  ინვენტარი შეზღუდა.

საფრანგეთმა თვის განმავლობაში 115,713 სამგზავრო მანქანა დაარეგისტრირა. წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, რეგისტრაცია  16%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც გაყიდვები პანდემიის პირველი ტალღის დროს შემცირდა.

შემცირებული შედეგი კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ევროპის ავტოინდუსტრიის აღდგენა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე აშშ-სა და ჩინეთის. ევროპის საავტომობილო მწარმოებლების ასოციაციის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ რეგიონში პირველ ნახევარში თითქმის 2 მილიონით ნაკლები მანქანა გაიყიდა, ორი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით.

Renault-ი პროგნოზირებს, რომ ჩიპების მიწოდების შეფერხება წელს წარმოებას დაახლოებით 200,000 მანქანით შეამცირებს, რაც ორჯერ აღემატება წინა შეფასებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტარა პატელი