LIVE

ჩინეთში Covid-19-ის მორიგი აფეთქებაა

31 ივლ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 901
ჩინეთში Covid-19-ის მორიგი აფეთქებაა
GETTY IMAGES

ჩინეთში Covid-19-ის ახალმა ტალღამ იფეთქა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ ნანჯიანგში დაწყებული, ხუთ პროვინციასა და დედაქალაქ პეკინში გავრცელებული კოვიდაფეთქება ვუჰანის შტამის შემდეგ ყველაზე დიდია გავრცელების მასშტაბით.

20 ივლისის შემდეგ ვირუსით თითქმის 200 ადამიანი დაინფიცირდა, 7 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვირუსი სულ მცირე 13 ქალაქშია გავრცელებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფექციამ გავრცელება აეროპორტიდან დაიწყო, რის გამოც 11 აგვისტომდე ყველა რეისი შეჩერებულია. ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების წყარო გახდნენ დამლაგებლები, რომლებიც რუსეთის რეისს ემსახურებოდნენ და არ იცავდნენ ჰიგიენის მკაცრ წესებს.

აეროპორტის მენეჯმენტი ჩინეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ “ზედამხედველობის ნაკლებობისა და არაპროფესიონალური მენეჯმენტის” გამო გააკრიტიკა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ კრიტიკის ფონზე მოსახლეობის მასშტაბური ტესტირება დაიწყო და მაცხოვრებლებს ნიღბის ტარებისა და 1 მეტრიანი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. 

შემთხვევების ახალმა ზრდამ გამოიწვია სპეკულირება იმაზე, მუშაობს თუ არა ჩინური ვაქცინები დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. უცნობია, არიან თუ არა დაინფიცირებული ვაქცინირებულ პირები.