
მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს, რომელთა დავალიანება მზარდია, ფინანსური კრიზისის $13 ტრილიონიან მემკვიდრეობასთან გამკლავება მალე მოუწევთ.
”მთავრობების ვალის შეფარდება ეკონომიკასთან მკვეთრად გაიზარდა, თუმცა მე მჯერა, რომ მოკლევადიან პერიოდში ამაზე ნერვიულობა არ ღირს," ამბობს, გრეგორი პერდონი, Arbuthnot Latham-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.
და მაინც, ქვეყნებს ვალი გასასტუმრებელი აქვთ. $7,7 ტრილიონ დოლარიანი ვალდებულების გასტუმრების ბოლო ვადა უახლოვდება აშშ-ს, სადაც რეფინანსირების საჭიროება ყველაზე მაღალია, შემდეგ მოდის იაპონია 2,9 ტრილიონი დოლარით, ხოლო გასული წელს $345 მილიარდი დოლარიდან ჩინეთის ვალი $577 მილიარდ დოლარამდე იზრდება.
ევროპაში ყველაზე მძიმე მდგომარეობა იტალიას აქვს ($433 მილიარდი დოლარი), რომელსაც მოსდევს საფრანგეთი ($348 მილიარდი). გერმანიის ვალმა კი დაახლოებით $100 მილიარდით მოიმატა.
”რალობა ის არის, რომ დავალიანების დონე და საპროცენტო განაკვეთები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან განვითარებული მსოფლიოს უმეტეს ნაწილს ახლა არ შეუძლია მაღალ საპროცენტო განაკვეთებს გასწვდეს” - ამბობს სტივენ მაიორი, HSBC Holdings-ის ფიქსირებული შემოსავლის კვლევის დეპარტამენტის გლობალური ხელმძღვანელი.
ამ ფონზე, ჯერი მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებზეა - დაბალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნების გზით ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშესაწყობად.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენჩალე ვორაშატი