
ქართული მინერალური და მტკნარი წყლების ძირითად მომხმარებლად ისევ რუსეთი რჩება. როგორც „ბიზნეს ფორმულას" "საქსტატიდან" აცნობეს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთში $30,8 მილიონის ( 54.2 ათასი ლიტრი) მინერალური და მტკნარი წყალი გაყიდა.
$13 მილიონით გასაღების მეორე უმსხვილესი ბაზარია უკრაინა. $8.9 მილიონი დოლარით მესამე ადგილზე ლიეტუვაა. საექსპორტო ხუთეულშია ყაზახეთი ($3.1 მლნ) და ბელორუსი ($3 მლნ).
საერთო ჯამში საქართველომ 2021 წლის ექვს თვეში $66,5 მილიონი დოლარის მტკნარი და მინერალური წყლის ექსპორტი განახორციელა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 34.6%-ით გაიზარდა.
მინერალური და მტკნარი წყლების უმსხვილესი ექსპორტიორები არიან:
შპს „აქვა გეო“;
შპს „საირმე მინერალ ვოთერს“;
სს „წყალი მარგებელი“;
„აიდიეს ბორჯომი საქართველო“.
(ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)