LIVE

Facebook-ი თინეიჯერებისთვის რეკლამის თარგეთს ამცირებს

28 ივლ 202113:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 528
Facebook-ი თინეიჯერებისთვის რეკლამის თარგეთს ამცირებს
Johannes Berg/Bloomberg

Facebook-ი წყვეტს მისი ყველაზე ახალგაზრდა მომხმარებლების სარეკლამო თარგეთს და ამატებს გარკვეულ კონფიდენციალურობის დაცვას, რაც Instagram-ის საბავშვო პროდუქტის გამოქვეყნებას უკავშირდება. 

Facebook-ი აღარ მისცემს საშუალებას მარკეტოლოგებს, აჩვენონ რეკლამები 18 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებს სხვა აპებსა და ვებსაიტებზე მათი საქმიანობის საფუძველზე. რეკლამის განმათავსებლებს კვლავ შეეძლებათ ახალგაზრდებზე რეკლამირება ასაკის, სქესის და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. ცვლილებები შეეხება Facebook-ს, Instagram-სა და საკომუნიკაციო აპლიკაციას Messenger.

ცვლილებების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიას 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Instagram-ის შექმნის გეგმის გამო აკრიტიკებდნენ. მოზარდებს ამჟამად აკრძალული აქვთ კომპანიის რეგულარული პლატფორმების გამოყენება. Facebook-ის აღმასრულებლები აცხადებენ, რომ სურთ ბავშვებს მისცენ წვდომა იმავე მახასიათებლებზე, რომელსაც ახლა Instagram-ი გვთავაზობს, მაგრამ მშობლების კონტროლითა და ხილვადობით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი ნიქსი