LIVE

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი 2 პუნქტი დახურა, 11 დააჯარიმა

27 ივლ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1486
სებ-მა ვალუტის გადამცვლელი 2 პუნქტი დახურა, 11 დააჯარიმა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ თბილისში მდებარე  ვალუტის გადამცვლელი ორ პუნქტი დახურეს, ხოლო 11 დააჯარიმეს. 

სებ-ის ცნობითვე, ორი პუნქტისთვის რეგისტრაციის გაუქმება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მოთხოვნათა დარღვევების გამო მოხდა. 

"ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, მათ არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ასევე არ ახდენდნენ ანგარიშსწორების შემდგომ ქვითრის ამობეჭდვას და მომხმარებლებისთვის გადაცემას. დაფიქსირდა სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის ფაქტებიც, კერძოდ, არ ხორციელდებოდა ოპერაციების სრულყოფილი აღრიცხვა, ამასთან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არ იყვნენ აღჭურვილი საჭირო ტექნიკური საშუალებებით",- აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.