LIVE

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines ლიდერობს - ავიაციის სააგენტო

26 ივლ 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1155
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines ლიდერობს - ავიაციის სააგენტო

მიმდინარე წლის 6 თვეში მგზავრების გადაყვანის კუთხით Turkish Airlines ლიდერობს. იანვარ-ივნისში ავიაკომპანია 76 216 მგზავრს მოემსახურა და საქართველოს ავიაბაზრის 14% დაიკავა. შემდეგ 64 125 მგზავრით უკრაინული ბიუჯეტური ავიაკომპანია Sky up Airlines მოდის, რომელსაც გადაყვანილი მგზავრების კუთხით ბაზრის 12% უკავია.

43 951 მგზავრს მოემსახურა თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus და ბაზრის 8% დაიკავა. 

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილია ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი. 

რაც შეეხება გასული წლების ლიდერ ბიუჯეტურ ავიაკომპანია Wizzair-ს, 6 თვეში ის მხოლოდ 17 639 მგზავრს მოემსახურა და მგზავრების გადაყვანის კუთხი ბაზრის 3% დაიკავა. ასევე, ბაზრის 3% მოდის Georgian Airways-ზეც, რომელიც წლის პირველ ნახევარში 18 635 მგზავრს მოემსახურა.

ქვეყანაში მოქმედი კორონავირუსის შეზღუდვების გამო, სხვადასხვა ავიაკომპანიამ სხვადასხვა დროს განაახლა ფრენები, რაც სავარაუდოდ, აისახა თითოეული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების ოდენობაზეც. მაგალითად Wizzair-მა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აპრილში განაახლა.