LIVE

2020 წელს რუსეთში ნავთობის წარმოება მინიმუმამდე დაეცა

05 იან 202118:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
2020 წელს რუსეთში ნავთობის წარმოება მინიმუმამდე დაეცა
Andrey Rudakov/Bloomberg

2020 წელს რუსეთის ნედლი ნავთობისა და კონდენსატის წარმოებამ ცხრაწლიან მინიმუმს მიაღწია

მთელი წლის განმავლობაში რუსეთმა 512.7 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი მოიპოვა, რაც ყოველდღიურად 10,27 მილიონ ბარელს უდრის. ზედიზედ 11-წლიანი ზრდის შემდეგ, ნავთობის წარმოების ასეთი კლება პირველად დაფიქსირდა.

OPEC-მა და მისმა მოკავშირეებმა მაისში წარმოების უპრეცედენტო შემცირება დაიწყეს, გლობალური კარანტინის გამო, მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ. 

OPEC+ კოალიციამ შეკავებული მარაგის გარკვეული ნაწილი ბაზარზე აგვისტოში დააბრუნა და რუსეთს წლის ბოლომდე ნედლი ნავთობის 8.99 მილიონიანი კვოტა მიანიჭა. 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთი OPEC+ ხელშეკრულების მოთხოვნებს მაისიდან ნოემბრამდე 95%-ით აკმაყოფილებდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარ კვოტაზე 22 მილიონი ბარელით მეტი მოიპოვა (100,000 ბარელი დღეში).   

წელს, OPEC+ ნედლი ნავთობის წარმოების ზრდას გეგმავს ყოველთვიურად 500,000 ბარელით, მაშინ როცა თავდაპირველი გეგმა ნავთობის ყოველდღიური მიწოდების თითქმის 2 მილიონი ბარელით ზრდას ითვალისწინებდა. ნავთობექსპორტიორი ქვეყნების მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად შეიკრიბებიან მიწოდების მოცულობების განსახილველად, რაც ალიანსს საშუალებას მისცემს მიწოდების მოცულობა მოთხოვნის ცვლილების შესაბამისად გაზარდოს ან შეამციროს, პანდემიის გამო არსებული გაურკვევლობის ფონზე.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ოლგა თანასი და დინა ხრენიკოვა