LIVE

ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ აშშ Covid-19-ის ახალ ტალღას არასწორად ებრძვის

25 ივლ 202120:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 850
ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ აშშ Covid-19-ის ახალ ტალღას არასწორად ებრძვის
Bloomberg

ენტონი ფაუჩი, აშშ-ს ინფექციური დაავადებების წამყვანი ექსპერტი აცხადებს, რომ აშშ Covid-19-ის პანდემიის ახალ ტალღასთან საბრძოლველად არასწორი მიმართულებით მიდის, რადგან გავრცელება ვირუსის დელტა ვარიანტის გამო დაჩქარებულია, ხოლო ვაქცინაციები ნელდება.

მისი თქმით, ქვეყნის ნახევარი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული სრულად, რაც აშშ-სთვის პრობლემაა. მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყანა ყოველდღიური სიკვდილიანობის ყველაზე უარესი სცენარის წინაშე დგება და ზამთრის პიკს 4000-ს აღწევს.

CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ 22 ივლისს განაცხადა, რომ ორგანიზაცია აგრძელებს რეკომენდაციებს, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს, ჩვეულებრივ, ნიღბები არ სჭირდებათ, თუმცა მის ტარებას გარკვეული უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს. განცხადება მოჰყვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების რჩევას, გაუწიოს რეკომენდაცია CDC-მა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებსაც, რომ ატარონ სახის ნიღბები საჯარო სივრცეებში.

ბოლო სამი თვის განმავლობაში აშშ-ს ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდა, სწრაფად გავრცელებადი დელტა ვარიანტის ფონზე. ყოველკვირეული შემთხვევები ო ერთი თვის წინანდელ მაჩვებლებთან შედარებით ოთხჯერ გაზრდილია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლინუს ჩუა