LIVE

ისრაელმა საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შეიყვანა

23 ივლ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 735
ისრაელმა საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შეიყვანა

30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი  ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. 

აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება.

ისრაელის ხელისუფლებამ დელტა ვარიანტთან ბრძოლის მიზნით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დააწესა. 8 აგვისტოდან Covid ტესტების საფასურს, ვისაც ვაქცინაციის უფლება აქვს, მაგრამ ამის გაკეთება არ სურს, საკუთარი ჯიბიდან გადაიხდის.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 2460 ახალი შემთხვევა გამოვლიდა, 20 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 398 081-ს. ვირუსს ჯამში 656 პირი ემსხვერპლა.