
მიმდინარე წელს, კომპანია „წყალი მარგებელის“ ექსპორტის ზრდამ 10%-ს გადააჭარბა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის ექსპორტ მენეჯერმა, შალვა ხუნდაძემ განუცხადა, ექსპორტის ზრდის დიდი წილი მინერალურ წყალზე, ანუ „ნაბეღლავზე“ მოდის.
„პროდუქციას მსოფლიოს 25 ქვეყანაში ვყიდით. დიდი წილი დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. წელს დაგვემატა ახალი მიმართულება, კერძოდ, დიდი ბრიტანეთი. მომხმარებელს 200-მდე განსხვავებული ტიპის პროდუქტს ვთავაზობთ“,- აცხადებს ხუნდაძე.
რაც შეეხება ფასს, ხუნდაძის განმარტებით, პროდუქცია, ძირითადად, საშუალო და დაბალ საფასო სეგმენტშია წარმოდგენილი. მიმდინარე წელს პროდუქციის გაძვირებას კომპანიაში ძირითადად ლარის არასტაბილურობას უკავშირებენ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, წარმოებისთვის საჭირო ყველა მასალას, კერძოდ, კაფსულას, სახურავს, ეტიკეტს უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ და შესაბამისად, პროდუქციის გაძვირებაც მოუხდათ.