LIVE

რატომ გაძვირდა „სნო“ და „კობი“ - კომპანიის განმარტება

23 ივლ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 762
რატომ გაძვირდა „სნო“ და „კობი“ - კომპანიის განმარტება

მიმდინარე წელს მტკნარი და მინერალური წყლების კომპანია „აქვა გეოს“ პროდუქტი 15-20%-ით გაძვირდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამის მიზეზი კომუნალური ტარიფების ზრდაა.

„წელს მოხმარებული ენერგომატარებლების (გაზი, დენი) ფასი საერთო ჯამში 30%-ით გაგვეზარდა. შესაბამისად, გაიზარდა პროდუქციის თვითღირებულებაც. იძულებულები გავხდით  გაგვეზარდა პროდუქციის ფასი, როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზრებზე“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის ექსპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო გელაშვილმა.

მისივე თქმით, წელს ექსპორტის 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა და უკვე 3 მილიონ ბოთლზე მეტის რეალიზაცია მოხერხდა. ამასთან, მიმდინარე წლის მაისიდან კომპანიის საექსპორტო ბაზრებს კანადა დაემატა.

"საქსტატის" მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, წელს მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი 34.6%-ით გაიზარდა და $66 მილიონს გადააჭარბა.