LIVE

ჩინეთი Covid-19-ის წარმოშობის შესწავლისთვის ლაბორატორიების აუდიტის წინააღმდეგია

22 ივლ 202120:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 540
ჩინეთი Covid-19-ის წარმოშობის შესწავლისთვის ლაბორატორიების აუდიტის წინააღმდეგია
Hector Retamal

ჩინეთი ეწინააღმდეგება "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) მოწოდებას Covid-19-ის წარმოშობის კიდევ ერთი გამოძიების შესახებ, მათ შორის იმის გასარკვევად, მოხდა თუ არა ლაბორატორიიდან გაჟონვა.

პათოგენი, სავარაუდოდ, წარმოიშვა ცხოველში, რომელმაც ის ადამიანებს შუალედური მასპინძლის საშუალებით გადასცა, ამტკიცებს ჩინელი მეცნიერების ჯგუფი. მათ შეაქეს WHO-ს ადრინდელი ანგარიში, რომელიც ამ ვარაუდს ადასტურებდა.

ეპიდემიოლოგმა ლიანგ ვანიანმა, რომელიც ჩინელ ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ “არ არის საჭირო, ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიაში მეტი რესურსის ჩადება”.

ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის თეორია თავდაპირველად უარყვეს და კონსპირაციის თეორია უწოდეს, განსაკუთრებით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოპონენტებმა. შემდგომში ეს მოსაზრება პოპულარული გახდა, რადგან მეცნიერებში ეჭვს აღძრავს ჩინეთის თავშეკავება, უზრუნველყოს პირველადი წყაროების მიღება. 

“კვლევის II ფაზის გეგმა შეიცავს ენას, რომელიც არ სცემს პატივს მეცნიერებას, ან საღ აზრს. ჩვენ ამ გეგმას არ მივიღებთ”,- განაცხადა ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მინისტრის მოადგილემ, ჯანგ იისინმა. ჩინეთი ირწმუნება, რომ ვირუსის წარმოშობის კვლევას აფერხებს პოლიტიკური პოზიცია და “ქედმაღლობა მეცნიერების მიმართ”.  

Covid-19-ის წარმოშობის შესახებ არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სააგენტოებს 90 დღეში საკითხის გაორმაგებული ძალისხმევით შესწავლა 27 მაისს დაავალა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია