LIVE

იაპონიაში აშშ-ს ოლიმპიურ ტანმოვარჯიშეს Covid-19 დაუდასტურდა

19 ივლ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 603
იაპონიაში აშშ-ს ოლიმპიურ ტანმოვარჯიშეს Covid-19 დაუდასტურდა
Bloomberg

ქალაქ ინზაიში, წინა საოლიმპიადო ბანაკში, აშშ-ს ტანმოვარჯიშეს Covid-19 დაუდასტურდა. ოლიმპიადის მიმართ, რომელიც პარასკევს დაიწყება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება იზრდება.

ტანმოვარჯიშის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო გაუფი თამაშებს იაპონიაში გამგზავრებამდე Covid-19-ის დადასტურების გამო გამოეთიშა. Covid-ი ასევე დაუდასტურდა ტოკიოს სპორტსმენთა სოფელში, სამხრეთ აფრიკის ორ ფეხბურთელს.

ინზაის ხელისუფლებამ არ გაამჟღავნა ტანმოვარჯიშის სახელი, მაგრამ დაადასტურა, რომ ის მოზარდია და აშშ-ს მხატვრული ტანვარჯიშის გუნდის წევრია, რომელიც იაპონიაში 15 ივლისს ჩავიდა. განცხადების თანახმად, სპორტსმენი მხოლოდ თავის სასტუმროსა და სასწავლო დაწესებულებას შორის გადაადგილდებოდა. გამოვლენილია ერთი ახლო კონტაქტი, რომელიც ამჟამად იზოლაციაშია.

შეერთებული შტატების ოლიმპიურმა და პარაოლიმპიურმა კომიტეტმაც უარი თქვა გიმნასტის დასახელებაზე, მაგრამ განაცხადა, რომ ის გუნდისთვის ალტერნატივა იყო.

ქალთა ტანვარჯიშის კონკურსის საკვალიფიკაციო ტურები 25 ივლისს იწყება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლისა დუ