LIVE

საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 28%-ით გაიზარდა

19 ივლ 202113:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 722
საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 28%-ით გაიზარდა

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ, ანუ ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე, 1 მილიარდ 377 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 73.1%-ია. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი 27.6%-ით გაიზარდა.

2021 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეული ასეთია: ჩინეთი (274.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (239.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (155.6 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება საექსპორტო საქონელს, მიმდინარე წლის 6 თვეში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 391 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.4), მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 186.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5 პროცენტი).