LIVE

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

16 ივლ 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2454
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა
EPA

დასავლეთ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის გერმანიაში გარდაცვლილია სულ მცირე 80 ადამიანი, 1000-ზე მეტი იძებნება. 11 ადამიანის გარდაცვალების შესახებ იტყობინება ბელგია. 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, დაზარალებულებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

დასავლეთ ევროპაში წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ორივე ქვეყანაში პოლიტიკოსები მომხდარს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

”ჩვენ მსგავსი მოვლენების წინაშე კიდევ აღმოვჩნდებით და ეს ნიშნავს, რომ საჭიროა დავაჩქაროთ ზომები კლიმატის დასაცავად. კლიმატის ცვლილებები მხოლოდ ერთ შტატს არ ეხება”, - თქვა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ მინისტრმა, არმინ ლაშეტმა, დაზარალებული რეგიონის მონახულებისას.

ექსპერტები განმარტავენ, რომ კლიმატის ცვლილება, სავარაუდოდ, ზრდის სტიქიური მოვლენების სიხშირეს, თუმცა ცალკეული შემთხვევის გლობალური დათბობასთან დაკავშირება რთულია.