LIVE

6 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

09 ივლ 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 846
6 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 6 თვეში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. იანვრიდან-ივნისის ჩათვლით საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული.

7%-ით, 104 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი ასევე აღემატება პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს - 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 98 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40,5 მლნ ბოთლი ღვინო.

მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 170 მლნ აშშ დოლარი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 31% (286 4152), ჩინეთი - 10% (276 2922), ლიეტუვა - 38% (245 940), ლატვია- 2% (809 106), აშშ - 35% (502 353), გერმანია - 4% (364 459), ესტონეთი - 3% (348 538) და დიდი ბრიტანეთი - 60% (283 830).