LIVE

Dom Perignon-ი და Krug-ი რუსეთისთვის შამპანურის მიწოდებას წყვეტენ

08 ივლ 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 633
Dom Perignon-ი და Krug-ი რუსეთისთვის შამპანურის მიწოდებას წყვეტენ
Bloomberg

Moet Hennessy-მა რუსეთისთვის Dom Perignon-ის მიწოდება ახალი წესების გამო შეაჩერა, რომელიც რუსეთში სიტყვა "შამპანურის" გამოყენებას მხოლოდ ადგილობრივად წარმოებული ცქრიალა ღვინოსთვის გულისხმობს.

ეს გადაწყვეტილება შეეხება სხვა ბრენდებსაც, როგორიცაა Ruinart-ი, Moet & Chandon-ი და Krug-ი. 

რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, რუსეთი ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს ადგილობრივ შამპანურის მწარმოებლებს გამოიყენოს ტერმინი "шампанское" - რუსული შესატყვისი შამპანურისთვის - მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ცქრიალა ღვინოებზე. როგორც ფრანგული კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, შამპანურის ფრანგი მწარმოებლები ცნობილი არიან მათი სახელების მიმართ დამცველობითი პოზიციით. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ახალი კანონის ანალიზი სხვა მწარმოებლებთან ერთად ლობისტ ჯგუფ CIVC-ში ტარდება.

ფრანგ მწარმოებლებს კვლავ აქვთ უფლება გამოიყენონ სიტყვა შამპანურისთვის ლათინური სიმბოლოები მთავარ ეტიკეტზე, თუმცა ახლა მათ ბოთლებს უკან ასევე უნდა ეწეროს "ცქრიალა ღვინო" რუსული შრიფტით.

საფრანგეთის საგარეო მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუს წარმომადგენლებს უახლოეს დღეებში დაუკავშირდება და რომ შესაძლოა, ახალი წესი "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამაც" განიხილოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანჯელინა რესკუტი და აინ ქუინი