LIVE

Nike ჩინურ კონკურენტებთან მარცხდება

13 ივლ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 767
Nike ჩინურ კონკურენტებთან მარცხდება
Bloomberg

ჩინეთის სინძიანის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევით გამოწვეული პატრიოტული შესყიდვების ტალღა ჩინეთის სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებლების საბაზრო წილს ზრდის.

სინძიანის რეგიონში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების საპასუხო მხარდაჭერამ წელს ადგილობრივ სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებლებს 275% -იანი ზრდა მოუტანა. Bloomberg-ის გამოთვლით ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის ჩამონათვალში ტანსაცმლისა და საცალო ვაჭრობის აქციების ფასმა 2015 წლის შემდეგ, წელს ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. პარალელურად, Nike-ს და Adidas-ს 15%-ზე ნაკლები ზრდა აქვთ.

სინძიანში იძულებითი შრომის ბრალდებებთან დაკავშირებით, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა სერიოზულ საფრთხედ იქცა გლობალური კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთში ოპერირებენ.

ფირმებს, Anta Sports Products-ის და Li Ning-ის ჩათვლით, რომლებმაც სინძიანის რეგიონში წარმოებული მასალების გამოყენებას მხარი დაუჭირეს, ბაზრის წილი გაეზარდათ. ზრდა ჩინელი მომხმარებლების მხრიდან იმ უცხოურ ბრენდებზე უარის თქმას უკავშირდება, რომლებმაც სინძანის ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ შეშოთება გამოთქვეს.

”სინძიანის ბამბის ბოიკოტმა ჩინელ მომხმარებლებში ნამდვილად დატოვა მწარე გემო,” - ამბობს კეტრინ ლი, Bloomberg Intelligence-ის უფროსი ანალიტიკოსი. თუმცა ეს საკითხი დაეხმარა ადგილობრივი ბრენდების პოპულარიზაციას, როგორიცაა Anta და Li Ning, დასძინა მან.

”ადგილობრივი ბრენდების შეძენის განწყობა გაგრძელდება. მოკლევადიან პერიოდში Li Ning-ისა და Anta-ს აქციების ფასები გაიზრდება,” - ამბობს სტივენ ლეუნგი UOB Kay Hian-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ Nike-მა ცოტა ხნის წინ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები გამოაქვეყნა, $250 მილიარდიანი გიგანტი კვლავ იბრძვის საკუთარი ადგილის დასაკავებლად ჩინეთში, სადაც მარტის შემდეგ დასავლური ბრენდების გაყიდვები შემცირდა.

ადგილობრივი მომხმარებლის პრეფერენციამ ჩინურ პროდუქტებთან მიმართებაში, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი ბიძგი გამოიწვიოს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომლისთვისაც Anta ოფიციალური მიმწოდებელი იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლივია ტამი