LIVE

ერთ წელში შაქარი 35%-ით გაძვირდა

06 ივლ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1295
ერთ წელში შაქარი 35%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში შაქრის ფასმა საქართველოში 35%-ით მოიმატა. ლარის ბოლოდროინდელი გამყარების პირობებში, შეიცვლება თუ არა შაქრის ფასი, იმპორტიორებს პროგნოზირება უჭირთ. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ შაქრის იმპორტიორ კომპანია „L ჯორჯიაში“ განუცხადეს, შაქარზე ფასის ფორმირება საერთაშორისო ბირჟებზე ხდება და ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

„შაქრის უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი ბრაზილიაა. ჩვენ შაქარს უცხოელი პარტნიორების მეშვეობით ბირჟაზე ვყიდულობთ. ამჟამად სარეალიზაციოდ გამზადებული გვაქვს ბრაზილიური შაქარი ტომარა (50კგ) 110 ლარად, ევროპული 100 ლარად და თურქული 95 ლარად. რა იქნება მომავალში ამის თქმა შეუძლებელია“,- განმარტავს „L ჯორჯიას“ მთავარი ბუღალტერი ირაკლი გოგიბერაშვილი. 

„L ჯორჯია“ საქართველოში ყოველწლიურად 3 ათასი ტონა შაქრის იმპორტს ახორციელებს. "საქსტატის" მონაცემებით, 2020 წელს საქართველომ 140 ათას ტონაზე მეტი შაქრის იმპორტი განახორციელა, ხოლო მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით 37 ათასი ტონის.