LIVE

არაბთა გაერთიანებული საამიროები ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა გახდა

04 ივლ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1448
არაბთა გაერთიანებული საამიროები ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა გახდა
Bloomberg

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სეიშელის კუნძულებს გაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა გახდა.

ქვეყანამ ამ დროისთვის 15,5 მილიონი დოზა ვაქცინა გასცა, რაც მისი 10 მილიონიანი მოსახლეობის 72,1%-ის ორი დოზით ასაცრელად საკმარისი აღმოჩნდა. სეიშელის კუნძულებს ამჟამად მოსახლეობის 71.7% ანუ 100 000-ზე ნაკლები ადამიანი ჰყავს აცრილი.

მიუხედავად ამისა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Covid-19-ის შემთხვევები კვლავ იზრდება. გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება, კორონავირუსის შემთხვევების ძალიან მაღალ დონეზე დაყრდნობით, უმაღლეს დონემდე აიყვანა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საუდის არაბეთმა მოგზაურობა დროებით აკრძალა; იანვრიდან ის ასევე გაერთიანებული სამეფოს "წითელ სიაშია".

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში Pfizer-ისა და AstraZeneca -ს ვაქცინები ხელმისაწვდომია, თუმცა ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამა ძირითადად სინოფარმს ეყრდნობა, რომლის წარმოებაც ადგილობრივად ხდება. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ აპირებს მესამე სინოფარმის დოზა შესთავაზოს იმ ადამიანებს, რომლებმაც  ვაქცინის ორი დოზა უკვე მიიღეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ადვეიტ ნაირი