LIVE

Myway Airlines-ი სატვირთო ავიაგადაზიდვებს იწყებს

02 ივლ 202115:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 594
Myway Airlines-ი სატვირთო ავიაგადაზიდვებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ავიაპარკს აფართოებს და სამგზავრო ავიარეისებთან ერთად სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის ემზადება.

Boeing 737-700 ტიპის სატვირთო ხომალდი უკვე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ავიაკომპანია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სატვირთო ბაზრების დაფარვას გეგმავს. Myway Airlines-ის სატვირთო ხომალდს 20.5 ტონის და 138 კუბმეტრის მუცულობის ტვირთის 5 000 კმ. მანძილზე ტრანსპორტირება შეუძლია. 

Myway Airlines-ი საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. კომპანია სრულად არის დაკომპლექტებული ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით.