LIVE

ავსტრალიის ვიცე-პრემიერი პირბადის არქონის გამო დააჯარიმეს

29 ივნ 202119:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1071
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი პირბადის არქონის გამო დააჯარიმეს
REUTERS

ავსტრალიის ვიცე-პრემიერი, ბენზინგასამართ სადგურზე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, დააჯარიმეს. 

Reuters-ის ინფორმაციით, მოქალაქემ ბარნაბი ჯოისი თანხის გადახდის დროს, პირბადის გარეშე დააფიქსირა, "წესრიგის დამცველებს" შეატყობინა და ოფიცრები გამოიძახა. 

"გამოძიებამ ცხადყო, რომ 54 წლის მამაკაცი სავაჭრო სივრცეში ყოფნის დროს პირბადეს არ ატარებდა",- ნათქვამია ახალი სამხრეთის უელსის პოლიციის განცხადებაში.

ჯოისი, რომლის სახელი პოლიციის განცხადებაში მითითებული არ იყო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესრიგის დარღვევის გამო, 200 ავსტრალიური დოლარით დააჯარიმეს ($151).

დაჯარიმების ფაქტს თავად ჯოისი ადასტურებს. მისი თქმით, პირბადის გარეშე 30 წამით იყო და ეს 200 დოლარი დაუჯდა.

"ასეთია ცხოვრება",- ამბობს ჯოისი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ავსტრალიის მაღალჩინოსანი კოვიდრეგულაციის დარღვევის გამო ისჯება. 2020 წლის აპრილში ახალი სამხრეთ უელსის ხელოვნების მინისტრმა თანამდებობა 1000 ავსტრალიური დოლარით დაჯარიმების შემდეგ დატოვა.