LIVE

FDA-მ mRNA ვაქცინების აღწერაში გულის ანთების შესახებ ინფორმაცია დაამატა

26 ივნ 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 736
FDA-მ mRNA ვაქცინების აღწერაში გულის ანთების შესახებ ინფორმაცია დაამატა

აშშ-ის წამლის მარეგულირებელმა (FDA) Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს Covid-19-ის ვაქცინების ინსტრუქციაში დაამატა გაფრთხილება, რომ აცრის შემდგომ გულის ანთების მცირე რისკი არსებობს. 

ორივე ვაქცინის შემთხვევაში, სამედიცინო პროვაიდერებისთვის მომზადებული საინფორმაციო დოკუმენტები შესწორებულია და ახლა ისინი შეიცავს გაფრთხილებას, რომ გვერდითი მოვლენების სახით, მომატებულია მიოკარდიტისა და პერიკარდიტის რისკი, განსაკუთრებით მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში. შემთხვევების რიცხვი მნიშვნელოვნად მაღალია მამაკაცებში.

CDC-მ 30 წლამდე ასაკის პირებში გულის ანთების შედეგად ჰოსპიტალიზაციის 309 შემთხვევა დაადგინა, მათგან 295 საავადმყოფოდან გაწერილია.

FDA-ს გადაწყვეტილება მოჰყვა CDC-ს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 11 ივნისის მონაცემებით, აშშ-ში მიოკარდიტის ან პერიკარდიტის 1200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა mRNA ვაქცინების 300 მილიონზე დოზაზე მეტი გაკეთდა. 

სტატისტიკის გასაჯაროების შემდეგ, აშშ-ის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აცრის შედეგად გულის ანთების რისკი ძალიან მცირეა. 12-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე დოზის მიღებიდან  21 დღის განმავლობაში გულის დაავადებების განვითარების რისკი 0.00126-ს უდრის, Covid-19-ს კი სერიოზული საფრთხის მოტანა შეუძლია. ისინი მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია.